სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დარწმუნებული იყავით მეორე ტურსაც მოვიგებთ“ - გრიგოლ ვაშაძე ეგზიტპოლის შედეგებზე

„ედისონ რისერჩისა“ და „ევროპული საქართველოს“ ეგზიტპოლების მიხედვით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. მეორე ტურში იქნებიან სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე.

ეგზიტპოლის შედეგებს გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე:

„მას შემდეგ რაც მოვუსმინეთ ათასობით საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ვიყავით დარწმუნებული, რომ თუ ხელისუფლება აირჩევს ნორმალურად არჩევნების ჩატარების გზას, ჩვენ მოვიგებდით პირველ ტურში, მაგრამ გამოცდილი შულერები არიან, დარწმუნებული იყავით მეორე ტურსაც მოვიგებთ, ისევე კანონმორჩილად როგორც ამას ვაკეთებდით, შემატყობინეს, რომ ევროპული საქართველო მხარს გვიჭერს, მადლობა, ქართული ოცნება უნდა დარწმუნდეს და დაიჯეროს, რომ მათ საათზე 12-ს აკლია ერთი წუთი, არაფერი განსხვავება არ არის ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის, ორივე არის ქვეყნის ხელისუფლება, მათ არც საზოგადოება აინტერესებთ, არც თავისუფლება და არც დემოკრატიული სტანდარტების არჩევნები, არც ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი.

პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაომრმაგებული იქნება მეორე ტურის შემთხვევაში ყველაფერი. ყველას სჯერა უკვე გამარჯვების, საქართველოში პოზიტიური ცვლილებები მომწიფდა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100