სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რა რუსი პიარი, ჩემი ძმაა, ღვიძლი" - გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია "იმედს" პასუხობს

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში რუსი პიარ მენეჯერები არიან ჩართულნი, რომლებიც მისი გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძვიან.

ამასთან, "იმედს" ჰქონდა ვიდეო კადრები, რომელშიც, როგორც ისინი აცხადებენ, სწორედ ის რუსი პიარ მენეჯერები ფიგურირებენ.
ამასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძემ დადო პოსტი ფოტო მასალით, სადაც აღნიშნავს, რომ ის ერთ-ერთი რუსი მენეჯერი, ე.წ. ევგენი რეშეტნევი მისი ძმაა და ჟურნალისტი დეზინფორმაციას ავრცელებს:
"ტელეკომპანია იმედი კარგით რა:) რა ევგენი რეშეტნევი, რის რუსი პრ ტრქნოლოგი:) ჩემი ძმაა, ღვიძლი ძმა, დედით, მამით, ბებიებით და ბაბუებით. არ გრცხვენიათ:):)" - წერს გიორგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100