სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი კაპანაძე: მწუხარებით ვიუწყებით, რომ პოლიტიკური სივრციდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა პრეზიდენტობის კანდიდატი ს.ზ.

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"იძებნება/Wanted
ყურადღება,
მწუხარებით ვიუწყებით, რომ პოლიტიკური სივრციდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა პრეზიდენტობის კანდიდატი ს.ზ.
გასვლისას ს.ზ-ს ეცვა ღია იასამნისფერი ფრანგული კაბა და ჩიკოპიტატას მარკის წითელი ფერის ფეხსაცმელი.
ბოლოს ს.ზ დიდი რკინის ჭიშკართან ნახეს, როდესაც მან მავანთა კითხვაზე, თუ როდის დაბრუნდებოდა, ასე უპასუხა: "ღოცა ღავაპირებ, ღეტყვიით".
თუ სადმე შეხვდებით ან თვალს მოჰკრავთ დაკარგულ კანდიდატს, უმორჩილესად გთხოვთ, დარეკეთ ნომერზე: ორი, "ორმოზდარვა", "ორმოზდარვა", "ორმოზდარვა".
მპოვნელი მიიღებს ფასიან საჩუქარს". - წერს გიორგი კაპანაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100