ძმის შვილმა ბიძა მოკლა - სოფელ ერგეთაში ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეთაში ნათესავებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე ძმის შვილმა ბიძა მოკლა. მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა.

სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი ოჯახური დავა გახდა.

კომენტარი