"მილს ცეცხლი წაეკიდა, ყველანი გარეთ ვართ გამოსულები და ვერ შევდივართ სახლებში" -ამ წუთებში, გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გაზმა გაჟონა

გურამიშვილის გამზირზე, 33ა კორპუსში გაზმა გაჟონა. შემთხვევის ადგილას დრონი.ჯი-ს კორესპონდენტი იმყოფება.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, გაზის სუნი ბოლო დღეებში მძაფრად იგრძნობოდა, დღეს საღამოს კი ერთ-ერთ მილს მცირე ალიც გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ყაზტრანსგაზის ბრიგადა. მათი თქმით, მილები ძველი იყო და პრობლემაც ამის გამო გაჩნდა.
ამ წუთებში კორპუსის მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვთ, ხოლო როდის მოხდება მისი აღდგენა, ჯერჯერობით უცნობია.
"დღის სამ საათზე გაზის სუნმა ძალიან მოიმატა და გადავწყვიტეთ, გამოგვეძახებინა ბრიგადა, სანამ დავრეკეთ, შევნიშნეთ, რომ მილს ცეცხლი წაეკიდა. ყველანი გარეთ ვართ გამოსულები და ვერ შევდივართ სახლებში, სანამ ბრიგადა არ დაასრულებს მუშაობას" - აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კომენტარი