სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინისტრის მოადგილემ იანვარში 46 ათასი გამოიმუშავა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვადიმ ტროიანის იანვრის თვის აღებულმა ხელფასმა 46 ათასი უკრაინული გრივენი შეადგინა - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ოლიგარქი" წერს.

უწყებაში ვადიმის თვიური ანაზღაურება 14 ათას გრივენს შეადგენს. ამას ემატება მისი წოდების თანხა, რომელიც 2,4 ათას გრივენს შეადგენს და სამუშაო გამოცდილებისთვის 4,1 ათასი კიდევ ემატება. გარდა ამისა, ტროიანი იღებს ხელფასს მომსახურების სპეციფიკური პირობებისთვის, რომელიც 20,5 ათას გრივენად ფასდება. სახელმწიფო საიდუმლოებისთვის უმატებენ 2,1 ათასს და საიდუმლოების სახელმწიფო ექსპერტის ფუნქციების შესრულებისათვის - 2.8 ათასს. ამასთან, ინდექსირების 138,31 გრივენი კიდევ ზევიდან ემატება და ჯამში აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეს საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100