34 წლის მამაკაცმა თავისი ცოლი და ხუთი წლის შვილი სასტიკად მოკლა და თვითმკვლელობა სცადა

მოსკოვში 34 წლის მამაკაცმა სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა - მან 29 წლის ცოლი და ხუთი წლის შვილი დანით სასტიკად დახოცა და თავის მოკვლაც სცადა.

სავა ნიკიტინმა 60-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა ორივე მათგანს. როგორც რუსული მედია იუწყება, დანაშაულის მოტივი პედოფილია გახდა. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამ შემთხვევით შეიტყო, რომ მის მეუღლეს თავიანთი ვაჟის მიმართ ინტიმური ზრახვები ამოძრავებდა, თუმცა პირდაპირ პოლიციაში მისვლის შეეშინდა და გადაწყვიტა ნელ-ნელა ჩამოშორებოდა ქმარს, რადგან სავა კარგი მეოჯახე მამაკაცის რეპუტაციით სარგებლობდა და ვერ დაუმტკიცებდა თავის ეჭვებს.

ოჯახი ხუთი წლის წინ უკრაინიდან მოსკოვში, მარიას ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად. ნიკიტინმა დაცვის სამსახურში დაიწყო მუშაობა, ხოლო მარიამ - ადგილობრივ ოფისში. მათი ნათესავებისა და მეგობრების ინფორმაციით, წყვილი ერთი შეხედვით ძალიან ბედნიერი და მოსიყვარულე ჩანდა.


"მარია მუშაობდა, თუმცა თავისუფალ დროს სულ ქმარ-შვილთან ატარებდა. არასდროს უთქვამს საყვედური სავას მისამართით, არც მათ შორის კონფლიქტის შესახებ გამიგია რაიმე. ვფიქრობ, სასტიკად არასდროს მოქცევია ცოლს" - განაცხადა ოჯახის მეგობარმა.

მარია სოციალურ ქსელში ხშირად ტვირთავდა ოჯახთან ერთად გადაღებულ მხიარულ ფოტოებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავა ცნობილი უკრაინელი მწერლის, ალექსანდრე ნიკიტინის ვაჟია, რომელიც მწერალთა კავშირის წევრი და სხვადასხვა ლიტერატურული ფესტივალის ლაურეატია. სავას უფროსი ძმა შიზოფრენიით არის დაავადებული, თუმცა მამა სულაც არ ჩქარობს, მკურნალობის კურსი ჩაუტაროს ვაჟს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი მეზობელი სხვადასხვა მიზეზით უჩივის მას. როგორც ჩანს, არამყარი ფსიქიკა გარკვეული გენეტიკური მემკვიდრეობის დამსახურებაა. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ ალექსანდრემ გაიგო, სულაც არ შეწუხებულა ვაჟის დანაშაულით და განაცხადა, რომ შესაძლოა, ცოლმა გამოიწვია მისი პროვოცირება.


ბავშვის გვამი თავდაპირველად მარიას ბებიამ აღმოაჩინა აბაზანაში და სასწრაფოში დარეკა. ადგილზე მისულ პოლიციასა და მედიკოსებს კედლებსა და იატაკზე სხვადასხვა სახის წარწერები დახვდათ, რომელიც გარდაცვილთა სისხლით იყო დაწერილი: "მაშა - იუდა"; "მე გაჩუქე სიცოცხლე და მე თვითონვე წაგართმევ მას"; რაც შეეხება ქალს, მისი ცხედარი სხვა ოთახში ნახეს სამართალდამცველებმა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა ორმაგი მკვლელობა იმ დროს ჩაიდინა, როდესაც ბებიას თავის საძინებელში ეძინა. სუიციდის მიზნით კი თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა. ორმაგი მკვლელობისთვის სავას 20 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა ელოდება.






კომენტარი