„პრობლემური სესხების სააგენტოს“ მოძალადეები ტულაში ფარულმა კამერამ გასცა

ტულაში მოქმედი ე.წ. „პრობლემური სესხების სააგენტოს“ ოფიციალური წარმომადგენლებიდან ერთ–ერთს კარგა ხნით მოუწევს ციხეში ყოფნა: მისი მთავარი სამხილი ის ფარული ვიდეოჩანაწერი დახდა, რომელიც ადგილობრივმა მცხოვრებმა საჩივარს დაურთო. როგორც კადრებიდან კარგად ჩანს, სესხის ამოღების მიზნით „სააგენტოს“ თანამშრომლები წარმატებით იყენებენ როგორც მუშტებს, ასევე რუსებისთვის სახასიათო „იარაღს“ – ტაბურეტს.

ამ ფარული ჩანაწერის მიხედვით სიუჟეტი რუსულმა „მეხუთე არხმა“ მოამზადა. სიუჟეტში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევებისთვის, თუკი მსგავსი „დამუშავება“ შედეგს ვერ გამოიღებდა, სააგენტოს მესვეურებს კიდევ ერთი მეთოდი: გატაცება და ბნელ სათავსში გამოკეტვა, ზოგჯერ კი ცეცხლსასროლი იარაღით რომელიმე კიდურში დაჭრა ჰქონდათ უზურში.

აპრილში მომხდარი ამ შემთხვევის შემდეგ ძიება კარგა ხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ, სასამართლომ მომჩივანის პრეტენზია სრულიად საფუძვლიანად მიიჩნია. ტულის „პრობლემური სესხების სააგენტოს“ შეფს, რომელიც პირადად დადიოდა ურჩი მოქალაქეებისთვის ვიდეოზე აღწერილი „სიამოვნების“ მისანიჭებლად, სასამართლომ 15, ხოლო მის „თანაშემწეს“ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარი