სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძარცვიდან ორ კვირაში, არჩილ თალაკვაძე სახლში სიგნალიზაციას აყენებს

ძარცვიდან ორ კვირაში უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სახლში სიგნალიზაციას აყენებს. ფაქტს ტვ. პირველის ჟურნალისტი შეესწრო.

როგორც ტელეკომპანიის თანამშრომელი აღნიშნავს, თალაკვაძესთან დღეს დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, რომ შეემოწმებინათ გაწეული სამუშაო.
მედიას და არც დაცვის თანამშრომლებს თალაკვაძე სახლში არ დახვდა.
უმრავლესობის წევრის ბინა 2 კვირის წინ გაქურდეს. პოლიციამ ეს საქმე მალევე გახსნა, ნაქურდალი სეიფი და იარაღი დეპუტატს უკვე დაუბრუნეს. ერთი პირი კი დაკავებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100