სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოხუმში დღეს ანქვაბს "პრეზიდენტად" აკურთხებენ

სოხუმში დღეს ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ინაუგურაცია გაიმართება.

ცერემონია დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში 12:00 საათზეა დაგეგმილი.

ალექსანდრე ანქვაბი "საპრეზიდენტო" ფიცს "რესპუბლიკის კონსტიტუციაზე" აფხაზურ ენაზე დადებს.

ინაუგურაციის ცერემონია მოკრძალებულად, ოფიციალური სტუმრების გარეშე ჩაივლის, რასაც სოხუმის ხელისუფლება დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის უდროოდ გარდაცვალებას უკავშირებს.

სერგეი ბაღაფშის მოულოდნელი გარდაცვალების გამო აფხაზეთში დე ფაქტო ვადამდელი არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართა და მასში ალექსანდრე ანქვაბმა ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100