სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტიქია უტევს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტიქია უტევს.

დანგრეული და ჩაკეტილი ხიდები, განადგურებული შინაური ცხოველი და სათესი მიწები - ხარაგაულში კვლავ სტიქიას ებრძვიან. ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ზვარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა.
ადიდებულმა ჩხერიმელამ მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი. ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა შეჰყავთ.





გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ამ დრომდე სარწყავი არხიდან მოვარდნილი წყლით იტბორება. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სოფლებში, ყელქცეული და ძლევიჯვარი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძლიერი წვიმის შემდეგ, არხებში წყალმა მოიმატა და მისი შეჩერება დროულად ვერ მოხერხდა. სახნავ-სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები სავარაუდოდ, სალთვისის არხმა დატბორა, რომელიც სათავეს ცხინვალიდან იღებს და ლიახვის მარჯვენა სანაპიროს ამარაგებს სარწყავი წყლით.
მოსახლეობა კომისიის შექმნას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100