18 წლის გოგო, რომელმაც დარბევის დროს თვალი დაკარგა, აქციაზე შემთხვევით მოხვდა - დაშავებული მეგობრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა და მეტროს ვერ ჩაუსწრო

18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო. როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც.

კომენტარი