სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორც ჩანს, ცხვრის ფარის გადარეკვასთან დაკავშირებით რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ - ბოკერია მმართველ გუნდზე

"ეს ხალხი მოწყვეტილია რეალობას და წლებია, ქვეყანაში ჩიხში მიაქანებენ, უფსკურლისკენ მიაქანებენ და ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ," - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ის პარლამენტში იმყოფება, სადაც ამ წუთებში სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიცია ითხოვს, რომ დღის წესრიგით განიხილონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები - გადადგეს გახარია და გამოუშვან დაკავებული ახალგაზრდები.

„ის საკითხი, რომელიც მთელი საზოგადოების საქმეა, ყველას აღელვებს, გახარიას გადადგომის საკითხი. განხილვაც კი არ უნდათ ამის ჩვეულებრივი კანონპროექტები უნდა ვიხილოთ ამათთან ერთად? როგორც ჩანს, ცხვრის ფარის გადარეკვასთან დაკავშირებით რეგულაციებზე უნდა იმსჯელონ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100