სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი სესიაშვილი: პირველ-ორ საათში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი

პირველ-ორ საათში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას.

მისი თქმით, დამატებითი ძალის გამოყენება იყო იძულებითი აუცილებლობა.

"ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში. და ის რაც შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური მადა მათი არის აი ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული", - თქვა სესიაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100