"ყველაფერს გააკეთებენ,რომ მე არ მიხილონ პარლამენტში" - მელია არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკავონ

"ყველაფერს გააკეთებენ,რომ მე არ მიხილონ პარლამენტში" - მელია არ გამორიცხავს, რომ დღეს დააკავონ.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება. დღეს გადაწყდება დატოვებს თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში სააპელაციო სასამართლო.
მელია ამბობს, რომ მას არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა დააპატიმრებენ თუ არა მას დღეს, მთავარი არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს რა არის სიმართლე.

„რთულია ამოიცნო „ქართული ოცნება“, ხელისუფლება რომელიც არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. ვფიქრობ, ყველაზე რთული პერიოდი უდგას ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, აქედან არის გამოწვეული არარაციონალური ნაბიჯები.

დამიჭერენ არ დამიჭერენ - რა ამით აყვავდება ხეზე ნუში, თუ რა მოხდება. დარწმუნებული ვარ საზოგადოების უდიდესი ნაწილი სწორად აფასებს მოვლენებს. მე რომ მკითხოთ, ხელისუფლება ცდილობს სისხლის სამართლის დონეზე დაიყვანოს ის, ვითარება რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ქვეყანა. არა, სახეზე გვაქვს უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული. ძალიან დიდი მორალური დისკომფორტი აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მე არ მიხილონ პარლამენტში, “-ამბობს მელია.

კომენტარი