ავარია თბილისში - დაშავებულია 7 ადამიანი

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


კომენტარი