მანჰეტენზე ვერტმფრენი ჩამოვარდა: ერთი მგზავრი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა

რადიო „თავისუფლება“ იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მდინარე ისტ-რივერში ვერტმფრენი ჩავარდა. კერძო, Bell 206 მარკის ვერტმფრენი მდინარეში მანჰეტენზე მდებარე ვერტოდრომიდან აფრინდა და რამდენიმე წუთის შემდეგ მდინარეში ჩავარდა. ვერტმფრენის ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. პილოტი და სამი მგზავრი მაშველებმა კატასტროფიდან რამდენიმე წუთში წყლიდან ამოიყვანეს, მეხუთე, გაუჩინარებული მგზავრის ძებნაში კი მყვინთავები ჩაერთნენ. მოგვიანებით მათ წყლიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. გადარჩენილთაგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მანჰეტენზე ვერტმფრენი ჩამოვარდა: ერთი დაიღუპა, ორი მძიმედ დაშავდა. SkyNews -ის ცნობით, ვერტმფრენში ბრიტანელი ტურისტები ისხდნენ.

ავიაკატასტროფის მიზეზები ზუსტდება. ვერტმფრენის აფრენის მომენტში ნიუ-იორკში კარგი დარი იდგა. ამის მიხედავად, როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ვერტმფრენმა მხოლოდ 7,5 მეტრზე შეძლო ჰაერში აფრენა, რის შემდეგაც მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა.

კომენტარი