რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ

ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდი, ქალბატონი მარინა გზირიშვილის ხელმძღვანელობით აგრძელებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ობლად დარჩენილ შვილების დახმარებას და გვერდში დგომას.
ვახტანგ გზირიშვილისა და მისი თანამებრძოლების სახელობის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ხელშეკრულების მიზანია ყოველი სასწავლო წლის დაწყებისას სამშობლოსათვის თავდადებული გმირების სასკოლო ასაკის ბავშვებმა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, უსასყიდლოდ მიიღონ სასკოლო სახელმძღვანელოები.

კომენტარი