ექსკლუზივი: რატომ ჩაშალა პროკურატურამ ელჩებთან შეხვედრა და როგორ მოატყუა საზოგადოება - გიორგი კაპანაძე დიდი სკანდალის დამადასტურებელ ფაქტებს ასაჯაროებს

რატომ ჩაშალა პროკურატურამ ელჩებთან შეხვედრა და როგორ მოატყუა საზოგადოება - "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე დიდი სკანდალის დამადასტურებელ ფაქტებს ასაჯაროებს და აი, რას წერს;

"დაგეგმილი დახურული შეხვედრა ლოგისტიკური პრობლემების მოტივით გააუქმეს.
ივანიშვილის პროკურორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები ელჩებისთვის ცალმხრივად და საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით გაეცნოთ.
თუმცა, ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, 6 სექტემბრის შეხვედრა სასწრაფოდ ჩაშალეს.
პარალელურად კი, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და საზოგადოება მოატყუა - არანაირი შეხვედრა არ იგეგმებოდაო. არადა, აგერ ფაქტები.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ სამარცხვინოდ" . - წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი