12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, მძიმეა და ამჟამად ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ განაცხადა, მოზარდს ამ ეტაპზე ჭრილობებს უმუშავებენ. მისივე განცხადებით, მოზარდს ექსკორიაციები ხელების და სახის არეში აღენიშნება. ექიმის თქმითვე, პაციენტი ჯერჯერობით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.


"მისი მდგომარეობა მძიმეა, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. კომა შეფასებულია 4-5 ქულით. გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიით, ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ახლა უტარდება ჭრილობების დამუშავება, მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიტერული ტომოგრაფია, რომელიც გადაწყვიტავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. ოპერაციას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. დაზიანებებს რაც შეეხება, ექსკორიაციები აღენიშნება ხელებზე და სახის არეში, რომლებიც საჭიროებს ქირურგიულ დამუშავებას და იკერება", - განაცხადა ექიმმა.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

კომენტარი