"დაწყნარდი რატი, რა დღეში ხარ, მმართველ პარტიას არ სჭირდება შენი გამოქომაგება" - კამათი პარლამენტში ბესელიასა და იონათამიშვილს შორის (ვიდეო)

,,დაწყნარდი, რატი, შენ, ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილია რასაც ხალხი უყურებს და ნუ სარგებლობ რაღაცეებით. იქონიე ეთიკა და ნუ მაწყვეტინებ სიტყვას. არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია რომ უკეთესად", - ასე მიმართა ეკა ბესელიამ რატი იონათამიშვილს.

კამათი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც იუსტიციის საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

კომენტარი