ანა სუბელიანზე თავდამსხმელს, შალვა შევარდნაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სამოქალაქო აქტივის ანა სუბელიანზე თავდამსხმელს, შალვა შევარდნაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

"მიზანმიმართული თავდასხმა იყო, მომვარდნენ მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლი გავმხდარიყავი, სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე", - აცხადებს აქტივისტი, ანა სუბელიანი.

კომენტარი