სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC: ერთმა გოგონამ მეორე Facebook-ში გაკეთებული კომენტარის გამო მოკლა

დომინიკის რესპუბლიკაში „სოციალური ქსელის“ ნიადაგზე მსოფლიოში პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველად ხდება, როცა ერთი ადამიანი მეორეს სწორედ „ფეისბუქში“ გაკეთებული კომენტარის გამო თავს ესხმის და თავდასხმა მკვლელობით სრულდება.

ქვეყნის პოლიციაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ ორი დომენიკელი გოგონას ჩხუბი ქუჩის დისკოთეკაზე დაიწყო. 22 წლის კრისტინა დისლკოთეკაზე დაგვიანებით მივიდა და პირდაპირ 18 წლის ბეტი მორელს დაესხა თავს, რომელიც „ფეისბუქში“ საკუთარ პროფილზე „ცუდი შინაარსის“ კომენტარის დაწერაში დაადანაშაულა. ბეტი მორელიმ, ამ ბრალდების საპასუხოდ და თავის დასაცავად, თვითმხილველთა თქმით, დანა იძრო და კრისტინას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში, მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი მიიმალა. დომინიკის რესპუბლიკის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100