სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი: "სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად"

სალომე ხურაბიშვილი ირწმუნება, რომ მას მოსახლეობისგან უნდობლობა არ უნახავს. მისივე თქმით, ის ფეხით გადაადგილდება და სალობიეშიც კიდევ აპირებს შესვლას.

"მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა", - განცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100