სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაუმეგობრდით დალაი ლამას Google+ – შიც

მსოფლიოს მეტოთხმეტე დალაი ლამა თანდათან უფრო აქტიური ინტერნეტმომხმარებელი ხდება. ტიბეტელთა სულიერი ლიდერი „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ შემდეგ უკვე „Google+“–შიც დარეგიტრირდა.

ამ სოცქსელის მომხმარებლებს დალაი ლამას ვიდეომიმართვაც შეუძლიათ ნახონ, სადაც ტიბეტისა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის კერპი სამხრეთაფრიკელ ეპისკოპოსს დაბადების დღეს ვიდეორგოლით ულოცავს. დალაი ლამა სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას და პირადად მილოცვას აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან ვიზა არ მისცეს.

სხვათა შორის, დალაი ლამას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს არამარტო რეალურ ცხოვრებაში, არამედ სოცქსელებშიც: „ტვიტერზე“ მის ფანკლუბში ორმილიონნახევარზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, ხოლო „ფეისბუქზე“ მისი გვერდი 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოსწონს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100