თოვლჭყაპი და ნაცრისფერი დღეები - ასეთი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს თოვლ-ჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

„დღეს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ველოდებით უმეტესად უნალექო ამინდს. რაც შეეხება დაბლობის ტემპერატურას, გვექნება 8-13 გრადუსის ფარგლებში, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0-5 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ველოდებით მცირე თოვლს და ნისლს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამის სიჩქარით. ტემპერატურა ბარში და მთაში 2-7 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში გვექნება ზოგან -5 გრადუსი ყინვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია დილის საათებში მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი, იქროლებს სამხრეთ აღმოსავლეთის ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსს მიაღწევს. მომდევნო დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“,- განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.

კომენტარი