"მთავრობას, რომელსაც გრიპის ვირუსისთვის ვერ მოუვლია, რატომ არ აწუხებს აზრი, რომ საზღვრები დაკეტოს? ის საქართველოში კოლოსალური სისწრაფით გავრცელდება"

"ვირუსი "კორონა" მსოფლიოს მოედო. ნახევარზე მეტი საქართველო ჩინეთში მოძრაობს და მაინტერესებს , მთავრობას, რომელსაც გრიპის ვირუსისთვის ვერ მოუვლია, რატომ არ აწუხებს აზრი, რომ საზღვრები დაკეტოს?! დავიჯერო მზად ხართ ამ ვირუსთან შესახვედრად? რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანაში კოლოსალური სისწრაფით გავრცელდება?! ეკონომიკა უფრო საჭიროა თუ სიცოცხლე?! რას ფიქრობთ თქვენ საქართველოს მოქალაქეებო?" - ასეთ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა.

კომენტარი