სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება" - ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე

კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რა უძღოდა წინ დაპირისპირებას.

"რა თქმა უნდა, ეს ძლიან არასასიამოვნო იყო. ეს ადამიანი აგრესიული გახდა, თუმცა ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს. რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული? ეს ადამიანი, როგორი ადამიანია ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება, არ აგინებს... ნუ, მოხდა ეს პრეცედენტი ექვსი წლის წინ. ეს ახლა ამას (საპატრულო პოლიციის თანამშრომელს), შენახული ჰქონდა, თუ რა ჰქონდა ნამდვილად არ ვიცოდი. არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, სხვა გვარი იყო, თუ ვინ იყო...

(კიტა იზორია) ხელითაც არ შეხებია.კი, ერთს ეუბნება, როგორც მახსოვს: "ფორმას გაგხდით". ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება. უარესები რომ ხდება ეს არ არის გამართლება, მაგრამ ასეთი შემთხვევბი, რომ ადამიანს არ აკავებ ხშირია", - აღნიშნა გომელაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100