მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს და კვირის არა სასიკეთო პროგნოზზე საუბრობს

მიხეილ ცაგარელი თებერვლის ბოლო კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს.

ვერძი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან მზის წყლის სტიქიის წარმომადგენლის – თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, საგრძნობლად შეამცირებს ცეცხლოვანი ნიშნების ენერგოტონუსს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, არ ღირს გადაღლა და კოლექტიურ პრიექტებში მონაწილეობა, ფულის სესხება და ვალის აღება. მეტი ყურადღება გმართებთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მოიმატებს ჭორების და ინტრიგების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა, უსიამოვნებებია მოსალოდნელი სამსახურსა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობაშიც.

კურო – დინამიური, საქმიანი კვირაა, მთავარია მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ხელმძღვანელებთან და გავლენიან მფარველებთან ურთიერთობისას, რადგან სწორედ მათთან კონფლიქტი გახდება თქვენი უსიამოვნებების, უკვე შემუშავებული გეგმის რადიკალურად შეცვლის მიზეზი. არაა გამორიცხული მოგიწიოთ სამსახურის შეცვლა ან ახალი საქმის დაწყება. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, კვირას თავის დადებითი მხარეებიც აქვს. საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც გააქტიურებაში, ინიციატივისა და ლიდერული თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებათ. შეძლებთ ძველი პროექტების დასრულებას და ახალი გეგმების დაწყებას, მთავარია მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქქტს და გარშემომყოფებთან დაპირისპირებას.

ტყუპები – ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან პრობლემები შეგექმნებათ როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში. გაგიჭირდებათ ძველი საქმეების დასრულება და გაცემული პირობების შესრულება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებზე. მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას, რადგან ვერ შეძლებთ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას და ავტორიტეტის შენარჩუნებას. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და გააზრებულად მიიღეთ ყველა გადაწყვეტილება, რადგან ზერელე დამოკიდებულება ვალდებულებების მიმართ, სერიოზული მატერიალური კრიზისის და სასიკეთო შანსების ხელიდან გაშვების მიზეზი გახდება.

კირჩხიბი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს შრომისუნარიანობა, ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი. შეძლებთ დამშვიდებას და საკუთარ პრობლემებში გარკვევას, შეცდომების გააზრებას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და შეთანხმებების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების გასამართად და სადავო საკითხების გადასაჭრელად. არაა გამორიცხული გაემგზავროთ სამოგზაუროდ ან მოულოდნელად მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება.

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა და კონფლიქტებმა საქმიან, სააიყვარულო პარტნიორთან. ნაკლებად სასიკეთო კვირაა მოლაპარაკებების და მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, საგადასახადო და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. გამოჩინეთ მაქსიმალური დიპლომატია და თავშეკავება, რადგან მაღალია სახლსა და სამსახურში კონფლიქტების და დაპირისპირებების წარმოშობის ალბათობა.

ქალწული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ ბიზნესის გაფართოვებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად, ძველ პარტნიორებთან დასამშვიდობებლად და მოსაბეზრებელი ჩვევების დასაძლევად.

სასწორი – მართალია, მეტად იღბლიანი კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის, არასტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე მაინც არ ღირს გადაღლა. შეგიძლიათ იმუშავოთ ჩვეულ რეჟიმში და დაასრულოთ ძველი პროექტები, თუმცა არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და ახალი საქმის დაწყება.

მორიელი – მეტ-ნაკლებად რთული კვირაა, მაგრამ თუ ინტუიციას ენდობით, არც სწორი არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ, არც სასიკეთო შანსების გამოყენება. მართალია, კარგი პერიოდია მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და უძრავი ქონების შესაძენად, ინტერიერის მოსაწყობად და ბევრად კომფორტული გარემოს შესაქმნელად, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ძველი მიღწევების შენარჩუნება, რისი მიზეზიც თქვენი ზედმეტი თავდაჯერებულობა გახდება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, ყურადღება და მაქსიმალურად გაითვალისწინეთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები.

მშვილდოსანი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს ზედმეტად გააქტიურება და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, რადგან ასე მხოლოდ გააღიზიანებთ გარშემომყოფებს. მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებას, ძველი უსიამოვნებების მოწესრიგებას და პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენას. არაა გამორიცხული გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა მოგიხდეთ ნათესავთა პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საკუთარი იდეების, ჩანაფიქრის რეალიზაციაზე გაიძულებთ უარის თქმას.

თხის რქა – სერიოზული ცვლილებების კვირაა, რომელთა განხორციელება არა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობაში, არამედ საკუთარ თავშიც მოგიწევთ. არაა გამორიცხული უარი თქვათ ძველ თანამშრომლობაზე ან გარკვეული კორექციები შეიტანოთ დიდი ხნის წინ შემუშავებულ გეგმაში. გამოიჩინეთ მეტი დიპლომატია და თავშეკავება, რათა საკუთარი გადაწყვეტილებებით არ გამოიწვიოთ სხვათა გაღიზიანება.

მერწყული – საკმაოდ ქაოტური კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ რეჟიმის დაცვა და წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება, რაც ავტორიტეტს შეამცირებს და გარშემომყოფებს თქვენს კომპეტენტურობაში დააეჭვებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და უაცილებლად გაუწიეთ ანგარიში პარტნიორთა სურვილებს, რათა თქვენი სიჯიუტე არ გახდეს სერიოზული კონფლიქტის მიზეზი.

თევზები – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომისუნარიანობა, თვითრწმენა და ინტუიცია. თამამად შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი რთული პრობლემების გადაწყვეტას, რადგან ინტელექტისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენით ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეთანხმებების და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად და უძრავი ქონების შესაძენად.

კომენტარი