"აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდეს. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება".

მისივე შეფასებით, დღევანდელი რიცხვით ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. კარანტიში კი 81 პირი იმყოფება.

გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ფაქტმა მოსახლეობა არ უნდა დააფრთხოს.

"მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდლიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა - ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია, ბელარუსი. აქედან გამომდინარე ფრენების მკაცრი აკრძალვა, თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლიაციაზე და თვითიზოლაციაზე. თუ საჭიროა სამკურნალო სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა.

კომენტარი