სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაშია, რადგან მეუღლეს კორონავისური აქვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაშია.

​როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მიღებულია შესაბამისი ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთი კვირაა, აღარ იმყოფება სამინისტროში.

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში. იმ პერიოდში, როცა მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, გავრცელების რისკი იყო დაბალი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე ერთ კვირაა, აღარ იმყოფება სამინისტროში. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იმედი გვქონდეს, კორონავირუსი მასაც არ დაუფიქსირდება. თუმცამ ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა კორონავირუსზე და პასუხი იყო ნეგატიური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100