სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონავირუსის შემთხვევების მატება იქნება"- გამყრელიძე სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი COVID-19-ის კიდევ უფრო მეტ გავრცელებას პროგნოზირებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია სერიოზული შემზღუდავი და მკაცრი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ საზღვარზე შესაძლო ვირუსის შემოდინების გაკონტროლება მოხდეს.

"ბევრის გამოცდილებას ვითვალისწინებთ, სად, როგორ განვითარდა ინფექცია, ჩინეთი, ევროპის მთელი რიგი ქვეყნები და გვაქვს შესაბამისად სამუშაო სცენარები განვითარების. შემთხვევების მატება იქნება.

უნდა გავატაროთ სერიოზული შემზღუდავი ღონისძიებები, უნდა გავატაროთ მკაცრი ღონისძიებები, რომ ვაკონტროლოთ საზღვრებზე შემოდინება შესაძლო ინფექციის და რაც მთავარია, თუ დაფიქსირდა ინფექცია ადამიანებს ჩავუტაროთ დროული დიაგნოსტიკა და გადაუდებელი მკურნალობა," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100