სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება

კორონავირუსის პრევენციის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდება.ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები მთავრობას შეზღუდვების პროექტს დღის ბოლომდე მიაწვდიან.

„აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველამ ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. მინდა გითხრათ, რომ​ ​დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობა“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100