სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი შავ ზღვაში ჩავარდა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-27, წინასწარი ინფორმაციით, შავ ზღვაში ჩავარდა, როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს, როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. მიმდინარეობს მფრინავის გადარჩენის ოპერაცია, რაც გართულებულია მეოტეოროლოგიური პირობების გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100