ქვეყანაში COVID-19-ით უკვე 100 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის ერთი სამედიცნიო სფეროს თანამშრომელია

ქვეყანაში კორონავირუსის უკვე 100 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის, ერთი სამედიცინო სფეროს თანამშრომელია, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაინფიცირებული ასი ადამიანიდან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კვლავ 18-ია. კარანტინში იმყოფება 4978 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 266 ადამიანი რჩება.

კომენტარი