სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ღმერთო გადაგვარჩინე" - ნინო უძილაურის ახალი ლექსი და ვედრება უფალთან

"ღმერთო გადაგვარჩინე" - ასე ჰქვია ნინო უძილაურის ახალი ლექსს. პოეტმა ამ ლექსში თავისი გულის ტკივილი ჩააქსოვა და მსოფლიო განსაცდელის დროს ვედრება შესთხოვა უფალს.

კიდევ ერთხელ დაგვიფარე,
შეგვიწყალე უფალო,
ღვთისმშობელო შეგვეწიე
შენს ძეს სიტყვა უთხარო...
ყველა წმინდა სალოცავის,
მოგვეფინოს მადლი და
სული წმინდა, ღვთის ნათელი,
გვეწეოდეს მაღლიდან.
ბერ გაბრიელ სალოსისგან
დაგვიამდეს წყლულები,
წმინდა გიორგის მოვუხმოთ,
მტერი გაჩნდა ულევი.
დააცხრე და დაამშვიდე
ღმერთო მიწა ცოდვილი,
გვაზიარე ჭეშმარიტ გზას
ყველა შენი შობილი,
კიდევ ერთხელ მოგვიტევე,
კიდევ ასჯერ შეგვინდე,
ღვთისმშობელო შეგვეწიე,
ვიდრე ვცოცხლობთ ჯერ კიდევ.



ნინო უძილაური
27.03.2020

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100