"კორონავირუსი ეკლესიიდან არ გავრცელდება, ტაძარში ადამიანები განსაკურნებლად დადიან"

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე ამბობს, რომ ეკლესიიდან კორონავირუსი არ გავრცელდება, რადგან, მისივე თქმით, ტაძრებში ადამიანები განსაკურნებლად დადიან.

მიტროპოლიტი, ჯერჯერობით, არ განმარტავს, თუ რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება ეკლესიებში.

ამასთან, მეუფე გერასიმე აცხადებს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია სრულად დაემორჩილება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის შესაბამისად იმოქმედებს.

კომენტარი