სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარკეთილში მკვლელობა მოხდა

ვარკეთილში შუა ხნის კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ, წარსულში არსებული კონფლიქტი გახდა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისსავე უბანში მცხოვრებ მამაკაცს - 1973 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ა.ა. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100