სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის ბავშვი შეიყვანეს

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში 5 წლის პაციენტი, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი, გუშინ შეიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და როგორც მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, კლინიკაში 4 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო.

მისივე თქმით, სულ 22 ინფიცირებული მკურნალობს. ბოქსირებულ განყოფილებაში კი 50 ადამიანი იმყოფება.მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბავშვი მარნეულის კლასტერიდან არის და მისი ოჯახის წევრები არიან ინფიცირებულები.

„როგორც წესი, ბავშვები სუბიექტურად თავს კარგად გრძნობენ“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100