სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუამორ კადაფის დღეს დაკრძალავენ

მუამარ კადაფის დღეს დაკრძალავენ. ლიბიის ყოფილი ლიდერის ცხედარი ორშაბათს მისრატიდან გადაასვენეს. კადაფი ხუთშაბათს შეიპყრეს და მოკლეს მის მშობლიურ ქალაქ სირტეში. ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კადაფის უდაბნოში, უცნობ ადგილას დაკრძალავენ. ადგილის გასაიდუმლოების მიზეზი კი ის, არის, რომ კადაფის საფლავი მისი მომხრეებისთვის სათაყვანებელ ადგილად შეიძლება იქცეს. კადაფის ერთ-ერთი ვაჟი მუატასიმი და კადაფის ყოფილი თანაშემწეც დღეს უსახელო საფლავებში დაიკრძალებიან. ორგანიზაცია ”ჰიუმან რაიტს უოჩი” აცხადებს, რომ კადაფის სიკვდილის გარემოებების გამოძიება მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. ორგანიზაციის წარმომადგენელი ფრედ აბრაამსი ამბობს: ”პირველი - თუკი მას არ გამოიძიებენ, ეს იქნება გზავნილი ლიბიელებისთვის, რომ მათ თავიანთ ხელში შეუძლიათ მართლმსაჯულების აღება და ეს მხოლოდ კადაფის არ ეხება, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მასთან თანამშრომლობდა და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი და არ არის მართებული მათ მიმართაც იმავე ქმედების დაშვება, რაც კადაფის მიმართ განხორციელდა. მეორე მიზეზი კი შეიარაღებული დაჯგუფებების სიმრავლეა. დღეს ლიბიაში ასობით შეიარაღებული დაჯგუფება და ადგილობრივი ფორმირებაა და თუკი, კადაფის შემთხვევა არ იქნება გამოძიებული, ეს მათთვის იქნება გზავნილი, რომ შეუძლიათ დაუსჯელად იმოქმედონ”. ”ჰიუმან რაიტს უოჩი” მოუწოდებს ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს გამოიძიოს სირტეში, სასტუმროს შენობაში კადაფის 53 მხარდამჭერის დახოცვის ფაქტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100