სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

როგორც "პირWელს" თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

სასტუმრო "თბილისი მარიოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯეხა. ინციდენტის გამო რუსთაველის გამზირზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიხაილოვის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

მომხდართან დაკავშირებთ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100