სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შემოთავაზებული იქნება ვაქცინა, რომელიც ადამიანებს დაიმონებს...ეს იქნება იარაღი ეშმაკის ხელში“ – მღვდელმთავარი კორონავირუსის ჯერ არშექმნილ ვაქცინაზე

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) კორონავირუსის ჯერ არშექმნილ ვაქცინას ქადაგებისას დაუპირისპირდა.

მეუფემ ვაქცინას, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე უნდა იხსნას,“ეშმაკის ხელში ადამიანების კონტორლის იარაღი” უწოდა. ეს ქადაგება და მღველმთავრის მიერ გავრცელებული ანტივაქსერული ინფორმცია, რომელიც მტკიცებულებებს არ ეფუძნება, ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში.

"დღევანდელი ვირუსი ეს არის საშუალება, ეშმაკის ხელში ადამინები თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ვირუსი, რომელიც რეალურია, თუმცა, არასაბედისწერო. ამის საწინაარმდეგოდ, ჯერ ასე ვიტყვი მხოლოდ და ალბათ მოვა დრო, როცა უფრო მასშტაბურად და მკაცრად მოგვიწევს ამაზე საუბარი, შემოთავაზებული იქნება ადამინებისთვის ვაქცინა, რომელიც არა იმდენად ვირუსს მოემსახურება, არამედ ადამიანის დამონებას, ადამიანების მართვას, დამორჩილებას და ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი ეშმაკის ხელში, რომ ადამიანები მართოს და ადვილად წარწყმიდოს. ფართოდ გაახილეთ თვალები და გახსენით გონება, კარგად მოისმინეთ ვყელაფერი. დაფიქრდით, სწორი დასკვნები გააკეთეთ”, – მიმართავს მიტრპოლიტი საბა მრევლს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100