მშობლებმა შეცდომით ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს

ინდოეთის შტატ გუჯარატში მშობლებმა შეცდომით, ცოცხალი ჩვილი დაკრძალეს. ამის შესახებ The Indian Express-ი წერს.

გამოცემის ცნობით, მეორე დღეს გამვლელმა იპოვა ჩვილი გოგო, რომელსაც მიწა ჰქონდა მიყრილი. ჩვილი ცოცხალი იყო და ტიროდა. კაცმა დაუძახა მეზობლებს, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო. თუმცა ადგილობრივებმა ჩვილის ახლო მდებარე კლინიკაში გადაყვანა უფრო სწრაფად შეძლეს.

პოლიკლინიკის წარმომადგენლებმა, ჩვილი იცნეს, რადგან გოგო წინა დღეს სამშობიაროში ქალმა ორსულობის 24-ე კვირას გააჩინა. პოლიკლინიკაში არ იყო რენიმაცია ახალშობილთათვის, ამიტომ ექიმმა მშობლებს უთხრა, რომ ჩვილი კერძო კლინიკაში გადაეყვანათ.

მშობლები აცხადებენ, რომ გზაში ჩვილმა მოძრაობა შეწყვიტა. მათ გადაწყვიტეს, რომ ბავშვი დაიღუპა და დაკრძალეს. ჩვილი, შემთხვევიდან 12 საათის შემდეგ იპოვეს და რენიმაციაში მოათავსეს, თუმცა 30 საათის შემდეგ დაიღუპა.

კომენტარი