"ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ და გამვლელები გვლანძღავენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ" - დოროყაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა ეზოში მოხდა, როცა ჟურნალისტები მასთან ინტერვიუს წერდნენ.

„ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისვრიან ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ” - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარი