სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება - მთავრობის განმარტება

მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს დაასუბსიდირებს. პრემიერის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილი განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სუბსიდია შეეხება საპროცენტო განაკვეთს 4 პროცენტს. მისივე განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

"მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი — 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ დაახლოებით საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში 7 პროცენტამდე შემცირდება. ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს ლარში აღებულ სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა", - ამბობს ლილუაშვილი.

რა პირობებია და ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდია

  • სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღო სესხი;
  • სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება -4%;
  • სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას;
  • სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
  • სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

კომენტარი