სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი ამერიკელი მძლეოსანი გარდაიცვალა

ამერიკელი მძლეოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბობი მოროუ 84 წლისა გარდაიცვალა. სამივე ოქროს მედალი მოროუმ 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სირბილსა და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა.

ამავე წელს ცნობილმა გამოცემა Sports Ilustrated-მა ამერიკელი წლის სპორტსმენად დაასახელა. პროფესიონალური კარიერის მანძილზე ბობო მოროუმ 11 მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, სპორტიდან წასვლის შემდეგ კი ფერმერობას მოკიდა ხელი.

1989 წელს ის ამერიკის შეერთებული შტატების მძლეოსანთა დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100