ბათუმში საკათედრო ტაძარი გაქურდეს

ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს მძარვცელებმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

კომენტარი