"20 ივნისს ქართველმა ერმა უარი თქვა შიშზე და არ შეეგუა უსამართლობას" - სოფიო შამანიდი

“ქართველები არასდროს შეეგუებიან ოკუპაციას და შიშს. 20 ივნისის შემდეგ გახსოვდეთ მაკო გომური! გახსოვდეთ ის ქალები, რადგან ისინი არავის აპატიებენ მსგავს შეცდომებს და ყოველთვის წინ აღუდგებიან უსამართლობას!”

“20 ივნისი იყო დღე, როდესაც ყველამ უარი თქვა რუსულ ჩექმაზე და ყოველგვარ შიშზე,”- “ლელო საქართველოსთვის” წევრი სოფიო შამანიდი “გავრილოვის ღამიდან” ერთი წლის გასვლს აფასებს.

“20 ივნისს მივხვდი, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება რუსულ ჩექმას;

რომ ახალგაზრდებმა კარგად იციან, რა უნდათ; რომ ჩვენ ვერავინ შეგვაშინებს;

რომ აქციის მოთხოვნა შეიძლება იყოს კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული - პროპორციული არჩევნები და არა აბსტრაქტული “გადადექი”; რომ ჩვენი მთავრობა არაადეკვატური და ძალადობრივია; რომ ძალა ნამდვილად ერთობაშია,” განაცხადა სოფიო შამანიდმა.

კომენტარი