სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩანაწერები დავათვალიერეთ, იქ ჩანს..." - რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა

მცხეთაში დაპირისპირება მაგისტრალზე დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერამ დააფიქსირა – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა განაცხადა.

„ჩანაწერები დავათვალიერეთ, იქ ჩანს დაპირისპირება გზაზე ფეხით მყოფ პირებსა და მანქანიდან გადმოსულ პირებს შორის. უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი (ბარბაქაძე) ამ ჩანაწერში არ ჩანს, თუმცა არ უარყოფს, რომ მანქანაში იმყოფებოდა“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ფოფხაძე.

მისი თქმით, დაკავებული ბარბაქაძე ხიდთან, დაპირისპირების ადგილზე სპორტსმენ გიგა ტატიაშვილის კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილით მივიდა, მანამდე კი ის აგარაკზე მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა, როგორც მსხვერპლი.

„აგარაკის ინციდენტში, როგორც მსხვერპლი ისე მონაწილეობდა. ამბობს, რომ ქეჩოში მომკიდეს ხელი და მათრიესო. იქვე დაზიანებები მიიღეს მისმა მეგობრებმაც“, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ჩანაწერებში ხელკეტების გამოყენების ფაქტი არ არის ასახული. გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, აგარაკის ინციდენტში გიორგი შაქარაშვილი არ მონაწილეობდა, ხიდითან დაპირისპირებაში კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილი საერთოდ არ შეუმჩნევია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100