სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მისთვის ავტორიზაციის გაუქმებას ოფიციალური წერილით ეხმაურება

2020 წლის 1 ივნისს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე, რომლის საფუძველიც გახდა 2020 წლის 26-28 თებერვალს სკოლა-ლიცეუმში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, განხორციელებული მონიტორინგის ექსპერტების ჯგუფის ვიზიტის შედეგად მომზადებული დასკვნა.
დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული მონიტორინგი მიზნად ისახავს სკოლის ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას. მონიტორინგზე შემოსული ექსპერტები იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, სკოლის საქმინობის გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა 2020 წლის 26-28 თებერვლას ჩატარებულ მონიტორინგის ექსპერტთა ვიზიტს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმება მოჰყვა.
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულიდაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად შეილახა უშუალოდ სკოლის, სკოლის 227 მოსწავლის, 70-მდე მასწავლებლის და იქ დასაქმებულ სხვა პირთა კანონიერი უფლებები და ინტერესები. საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა სკოლას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა 2007 წლიდან. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა ბოლო ავტორიზაცია 2017 წელსგაიარა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიენიჭა საგანმანათლებლო საქმინობის უფლება 2023 წლამდე. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა დაარსების დღიდანდღემდე ხელს უწყობს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა მქონე სკოლა, რომლის მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით.
ექსპერტების მიერ მონიტორინგის შედეგად მომზადებულ იქნა მიკერძოებული და არაობიექტური დასკვნა, რომელიც არ ასახავდა რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამ საბჭოს სხდომის გამართვამდე წარადგინა დასაბუთებული და მტკიცებულებებით გამყარებული პოზიცია ექსპერტების დასკვნასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ მომხდარა სკოლის პოზიციისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა და გაზიარება. საბჭოს სხდომა ჩატარდა 2020 წლის 15 მაისს დისტანციურად, „Zoom“-ის ონლაინ-პლატფორმის გამოყენებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. 2020 წლის 01 ივნისს ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სხდომის ოქმის შინაარსიც ცხადყოფს, რომ სკოლის წარმომადგენლებს სხდომაზე ფაქტობრივად არ მიეცათ საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ წინასწარ დაწერილი ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე.
საბჭოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას დაირღვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გასათვალისწინებელი ყველა სავალდებულო პრინციპი,მათ შორის კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის პრინციპი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვის დაუშვებლობა, მხარისათვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭების ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღების დაუშვებლობა. დ ა შ. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად განსხვავდებოდა მსგავს მოცემულობაში სხვა სკოლების მიმართ მიღებული გაცილებით ლმობიერი გადაწყვეტილებებისაგან.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე იყო სრულიად შეუსაბამო და არაპროპორციული ზომა, თვით ექსპერტთა დასკვნით გათვალიწინებულ ტექნიკურ ხარვეზებთან მიმართებაშიც კი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 29 ივნისს სკოლამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სააპელაციო საბჭოს საკუთარი უფლებების დასაცავად და სკოლისათვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100